|
13-04-2012, 22:15
მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა 17 აპრილს დაიწყება. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მახათას მთაზე პარაკლისის გადაიხდის.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, ილია მეორე ტაძრის საკურთხევლის ადგილზე, პირველ მიწას ამოიღებს.
სპეციალურად ამ დღისთვის პატრიარქის კურთხევით დაიწერა ანდრია წინასწარმეტყველის, ხატი რომელიც მშენებლობის მფრაველად მიიჩნევა. |
|