|
4-02-2011, 20:35
5-15 თებერვალს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრში განაცხადეს.
მათი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში კათალიკოს-პატრიარქი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად, ეწვევა დიდი ბრიტანეთის ქართულ სათვისტომოს და აკურთხებს ქართულ ტაძარს ლონდონში.
პატრიარქი 7 თებერვალს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ მეორეს შეხვდება.
იგი 7 თებერვალსვე დაიწყებს შეხვედრებს არქიეპისკოპოსთან ლამბრეტის და კეტემბერგის მონასტრებში, ასევე, მოინახულებს დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკას ლონდონში, სადაც მე-11 საუკუნის ქართული ხელნაწერი ინახება.
დოკუმენტში აღწერილია იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველი მამების მოღვაწეობა. |
|