პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვას აღავლენს » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვას აღავლენს კულტურა, სპორტი
19-02-2012, 01:14
19 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ისრაელში ქართველ სასულიერო პირებთან ერთად მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვას აღავლენს. დღესვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავს და მისი შობის ადგილს.

ვიზიტის ფარგლებში პატრიარქი უკვვე შეხვდა იერუსალიმის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილეს. 18 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებმა მოილოცეს წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერი, წმინდა საბა განწმენდილის ლავრა, სადაც მოინახულეს იოანე მოსხის, წმინდა საბა გაწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავები, ეწვევივნენ მოგვთა მღვიმეს, თაყვანს სცეს სპარსთაგან მოწყვეტილი მოწამეების წმინდა ნაწილებს.

20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II წირვას შეასრულებს ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში. იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერს და ინახულებს მთას, სადაც სინაზე მიმავალმა წმინდა ილია წინასწარმეტყველმა ღამე გაათია.

21 თებერვალს კათალიკოს-პატრიარქი ილია II შეხვდება მთავარ რაბინებს; მოინახულებს გოდების კედელს. შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გამგზავრება იერუსალიმიდან ქ. ლოდში წმ. გიორგის საფლავის ეკლესიაში, სადაც მოილოცავენ წმინდა გიორგის საფლავს და შეასრულებენ სავედრებელ პარაკლისს.

22 თებერვალს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ქ. ხოლონში, სადაც გაიმართება პატრიარქის შეხვედრა ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებთან.

23 თებერვალს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ისრაელის ქნესეთში შეხვდება ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, ბატონ რეუვენ (რუბი) რივლინს. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება სიონის წმინდა მთაზე და მოილოცავს წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს.
იმავე დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გამგზავრება ჰერცელის მთაზე, სადაც დაათვალიერებს იად ვაშემის მუზეუმს. შემდეგ სრულიად ილია II შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს. მის აღმატებულება შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს.

24 თებერვალს საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრები მოილოცავენ წმინდა გერასიმეს მონასტერს; გაემგზავრებიან იორდანიის საზღვარზე მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და ილოცებენ მდინარე იორდანესთან; მილოცავენ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს.

25 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში დაბრუნდება.
 
 

ასევე:

  • ამერიკის ეკლესიის დელეგაცია მთავრობის წარმომადგენლებსშეხვდება
  • ეკლესია მატათა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • 4 დეკემბერს ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს
  • მართლმადიდებელი ეკლესია პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა კვირას აღნიშნავს
  • დღეს ილიაობაა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge