|
14-10-2009, 14:54
[ჯი-ეიჩ-ენი]. 14 ოქტომბერს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვაში მიიღო მონაწილეობა. დღესვე ამერიკის ეკლესიის დელეგაცია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსშეხვდება.
ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი იონა (ჯეიმს პაფხაუზენი) და ამერიკის ეკლესიის დელეგაცია 13 ოქტომბერს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიიღო. ამერიკელმა სტუმრებმა მოილოცეს გარეჯის სავანე. ეწვივნენ სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდს. ამერიკის ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სადღესასწაულო მსახურებაში სვეტიცხოველში.
"საქართველო მძიმე მდგომარეობაშია. არაა აღდგენილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. კავკასიაში მშვიდობა არ სუფევს, მაგრამ ამან დიდხანს არ უნდა გასტნოს. საქართვეოს ტერიტორიული მთლიანობა კი უნდა აღდგეს", _ ბრძანა პატრიარქმა.
თავის მხრივ, უნეტარესმა იონამ აღნიშნა, რომ სქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს.
აშშ-ის ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეკანოზი ლეონიდე კიშკოვსკი, დეკანოზი ალექსანდრე გარკლავი, არქიმანტრიტი ზაქე, ნიუ-იორკის, წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამღვარი, მღვდელი ალექსანდრე თანდილაშვილი და არქიდიაკონი კირილე (სოკოლოვი).
15 ოქტომბერს ამერიკელი სტუმრები დასავლეთ საქართველოში გაემგზავრებიან. ამერიკის ეკლესიის დელეგაცია საქართველოში 18 ოქტომბრამდე დაჰყოფს. |
|