მართლმადიდებელი ეკლესია პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა კვირას აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მართლმადიდებელი ეკლესია პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა კვირას აღნიშნავს კულტურა, სპორტი
16-05-2010, 00:33
დღეს, 16 მაისს, მართლმადიდებელი ეკლესია პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა კვირას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, 09:00 საათზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვას შეასრულებს.

პირველ მსოფლიო კრების მამათა ხსენება _ კრება შედგა 325 წლის ივნისში ქ. ნიკეაში (ამჟამად ქ. იზნიკი - მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე). კრება 2 თქვეზე მეტხანს გაგრძელდა. მასზე ქრისიტიანული ეკლესიის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

კრება იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მოიწვია და მას თავად უძღვებოდა. კრებას ესწრებოდნენ ისეთი დიდი მამები, როგორებიც არიან წმინდა ნიკოლოზი _ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და სხვანი. აღსანიშნავია, რომ პირველ მსოფლიო კრებას ესწრებოდა საქართველოს ეკლესიიდან წარგზავნილი დელეგატიც. ნიკეას კრებას სულ 318 ეპიაკოპოსი დაესწრო.

კრებამ დაგმო არიანელთა მწვალებლობა, დაადგინა ყოვლადწმინდა სამების დოგმატი და 7 პუნქტისგან შემდგარი სარწმუნოებრივი მრწამსი. კრებამ აგრეთვე დაადგინა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი _ გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი სავსე მთვარის პირველ კვირას.
 
 

ასევე:

  • ეკლესია მატათა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
  • ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
  • ეკლესია მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • 4 დეკემბერს ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge