|
14-12-2012, 05:41
დღეს, 14 დეკემბერს, 12:00 საათზე, "ქორთიარდ მარიოტის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება II საერთაშორისო კონფერენცია -"შემობრუნება სულიერებისაკენ", რომელიც ეძღვნება უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. კონფერენცია ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი, წმინდა სინოდის წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმება და სიტყვით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია.
კონფერენცია ორდღიანია და დაიხურება 15 დეკემბერს. |
|