|
23-12-2012, 17:16
23 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში, გამოფენა „ამბავი ერთი ხელნაწერისა" გაიხსნება.
ღონისძიებას დაესწრებიან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, წმინდა სინოდის წევრები, უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილის აღნიშვნასთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გეპატიჟებათ გამოფენაზე, რომელიც ეძღვნება სანქტ-პეტერბურგში დაცულ ქართულ-ბერძნულ ილუსტრირებულ ხელნაწერს.
XV საუკუნეში შექმნილი ქართულ-ბერძნული ხელნაწერი თავისი შინაარსით და გაფორმებით უნიკალურია. ორენოვანი ხელნაწერი სხვადასხვა ლიტურგიკულ ტექსტებსა და მინიატურების დამოუკიდებელ ციკლებს შეიცავს. მეცნიერთა აზრით, ხელნაწერი წარმოადგენს ერთადერთ კრებულს, სადაც ჩართულია ისეთი მინიატურები, რომლებიც მანამდე თავმოყრილი სახით არ გვხდება. ხელნაწერს არ ახლავს ანდერძი, ამიტომ მისი გადაწერის ადგილისა და დროის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება. თუმცა, მეცნიერების მიერ გამოთქმულია ვარაუდი, რომ ხელნაწერი შეიქმნა ათონის მთაზე.
გამოფენაზე ასევე დაგეგმილია ქართულ-ბერძნული ხელნაწერის ალბომის პრეზენტაცია.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. |
|