სტუ-ში სახელმძღვანელოს -“კლიმატი და მისი ცვლილება” - ხელნაწერი განიხილეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში სახელმძღვანელოს -“კლიმატი და მისი ცვლილება” - ხელნაწერი განიხილეს სტუ
18-03-2011, 14:31
სტუ-ში სახელმძღვანელოს -“კლიმატი და მისი ცვლილება” - ხელნაწერი განიხილეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, ბაკურ ბერიტაშვილის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს -“კლიმატი და მისი ცვლილება” - ხელნაწერის 2-საათიანი პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა. შეხვედრა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა.
სახელმძღვანელო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ბ. ბერიტაშვილმა 2010 წლის აგვისტოში ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სტუ-სთან მიერთების შემდეგ, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შექმნა.

პრეზენტაციას სტუ-ის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან ჰიდრომეტეოროლოგიისა და გეოგრაფიის ინსტიტუტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობისUუნივერსიტეტის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

სტუ-ში სახელმძღვანელოს -“კლიმატი და მისი ცვლილება” - ხელნაწერი განიხილეს ნაშრომში გადმოცემულია პრობლემის თანამედროვე მდგომარეობა როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე საქართველოს ფარგლებში. ნაშრომის ხელნაწერის მოცულობა 190 გვერდია, წარმოდგენილია 60 ნახაზი და 20 ცხრილი. სახელმძღვანელოზე მუშაობისას ავტორმა გამოიყენა როგორც გაეროს სპეციალიზებული ორგანოების ოფიციალური გამოცემები, ასევე ბოლო 15 წლის განმავლობაში მისი მონაწილეობით საქართველოში ამ სფეროში ჩატარებულ სამუშაოს შედეგები.

ხელნაწერს წინასწარ გაეცნენ სტუ-ის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების პროფესორები: დ. ერითავი, ნ. მუმლაძე და გვერდწითელი, რომელთაც ნაშრომი დადებითად შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში სტუ ჩაება 2000 წელს, როდესაც გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციაზე საქართველოს პირველი ეროვნული შეტყობინების შემდეგ შესრულდა ორწლიანი პროექტი ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანის ხელშესაწყობად. მასში სტუ-იდან მონაწილეობდნენ მ. ყიფშიძე, გ. არაბიძე, დ. დვალი, თ. გოჩიტაშვილი, ი. შეყრილაძე. 2010 წელს კი თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე “კლიმატის ცვლილების პრობლემა უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებში”, რომელშიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ბაკურ ბერიტაშვილის სახელმძღვანელოს განიხილავენ
  • სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება"
  • ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის პრობლემებზე კონფერენცია ტარდება
  • თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნა
  • ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის პრობლემებზე კონფერენცია ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge