"ევროპის სახლში" იაპონიისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ევროპის სახლში" იაპონიისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება კულტურა, სპორტი
6-04-2011, 01:11
6 აპრილს, 19:00 საათზე, "ევროპის სახლში" იაპონიისადმი სოლიდარობის არტ-აქცია "საკურას ყვავილობა" გაიმართება. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ფოტოხელოვანების - იური მეჩითოვის, ნათელა გრიგალაშვილის, გურამ წიბახაშვილის, გოგი ცაგარელისა და ლიზა ოსეფაიშვილის მიერ იაპონიის თემაზე შექმნილი 25 ფოტოექსპოზიცია.

არტ-ფოლკ ჯგუფი "კიბატონო" სტუმრებს საათნახევრიან კონცერტს შესთავაზებს. პირველად შესრულდება მუსიკალური ჯგუფის მიერ შექმნილი ახალი კომპოზიცია "საკურა", რომელიც იაპონიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ინსპირაციით შეიქმნა.

მხატვარი ბესა ქართლელიშვილი წარმოადგენს ინსტალაციას "ასაჰი" - ამომავალი მზე. აქციაში მონაწილეობს ორიგამის სკოლაც. წარმოდგენილი იქნება იაპონური ტრადიციული სამზარეულო. მხატვრები სტუმრებს დაახატავენ იაპონურ სიმბოლოებს, "საკურას" ყვავილობის ან მშვიდობის აღმნიშვნელ იეროგლიფებს. არტ-აქციის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ, რომელიც შემდეგ გავრცელდება იაპონიის მოვლენებთან დაკავშირებულ სპეციალურ ვებგვერდებზე, როგორც სოლიდარობის გზავნილი საქართველოდან.

ღონისძიებას დაესწრება იაპონიის ელჩი მასაიოში კამოჰარა, ასევე სამთავრობო უწყებების, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციის მხარდამჭერები არიან Europe House, Holiday Inn, Yves Delorme, "ფოტო სამყარო", "საკე სუში ბარი", Bagebi Group, ADSS Print, Fiori, Sky Express, საინფორმაციო მხადაჭერები კი არიან "ინტერპრესნიუსი", "ფოკუსი", "რადიოქალაქი", "ჯორჯია თუდეი", "Tbilisi OUT".

აქცია იმართება იაპონიაში "საკურას" ყვავილობის კვირეულის (27 მარტი - 7 აპრილი) პარალელურად.
ghn
 
 

ასევე:

  • თბილისში იაპონური კინოს ფესტივალი გაიმართება
  • დიღმის ტყეპარკში გარემოსდაცვითი აქცია გაიმართება
  • იაპონიის საელჩოსთან აქციები გრძელდება
  • ეკა ხარაშვილი იაპონიის კულტურისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს
  • ქართველი დიზაინერის აქცია მსოფლიო მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge