|
6-12-2011, 01:05
8 დეკემბერს იაპონიის საელჩო აწყობს იაპონიის კულტურის საღამოს, რომელშიც სტუ-ის ქიმიური და მეტალურგიული ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ეკა ხარაშვილი "იაპონურ მოტივებზე" შესრულებული თავისი მხატვრული კერამიკული ნამუშევრებით მიიღებს მონაწილეობას.
საღამო გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (გუდიაშვილის ქ.#7) 18:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.
ნათელი ფერები, მუქი ტონი, დახვეწილი ტექნიკა, პოეტური ესკიზები და საინტერესო კოლაჟები –აი ეს არის ეკა ხარაშვილის სტილი.
ეკა ხარაშვილმა შეიმუშავა ახალი ტექნოლოგია კერემიკაში. ის იყენებს არატდრადიციულ ნედლეულს – ქათმისა და სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭის გამომწვარ ფხვნილს იმისთვის, რომ მიიღოს უნაზესი არატოქსიური ფერები. ეს უნიკალური მეთოდი ხარაშვილის ნამუშევრებს ორიგინალურსა და საინტერესოს ხდის.
თავის სტატიაში - "ფრაქტალებმა მიატოვეს მათემატიკის საზღვრები" - ეკა ხარაშვილი კერამიკაზე წარმოქმნილ ფრაქტალებზე საუბრობს და წერს, რომ "ბუნება და მეცნიერება თავისას ქმნიან".
"ბუნებაში კლასიკური ფიგურები - კვადრატი, წრე, სამკუთხედი - იშვიათად გვხვდება, ფრაქტალები კი ყველგანაა, სადაც სწორი ფორმები თავდება. ეს ბუნებაში შექმნილი ყველა საგნის სირთულის სულ სხვა დონეა".
მხატვარი წარმოგვიდგენს კერამიკაზე წარმოქმნილ ფრაქტალებს. საავტორო ფერად ჭიქურზე ქიმიური ნაერთის განსაკუთრებული მეთოდით დატანებით წარმოიშვება დეკორატიული ფორმები. |
|