რექტორმა სასწავლო-საგამოფენო და მინანქრის მხატვრული დამუშავების აუდიტორია დაათვალიერა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

რექტორმა სასწავლო-საგამოფენო და მინანქრის მხატვრული დამუშავების აუდიტორია დაათვალიერა სტუ
30-03-2015, 12:30
რექტორმა სასწავლო-საგამოფენო და მინანქრის მხატვრული დამუშავების აუდიტორია დაათვალიერა 23 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ,,სასწავლო-საგამოფენო და მინანქრის მხატვრული დამუშავების” აუდიტორია დაათვალიერა. ფრანგიშვილი გაეცნო პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის მიერ უკანასკნელ წლებში დამუშავებულ კერამიკისა და მხატვრული მომინანქრების ტექნოლოგიური პროცესების სიახლეებს, რომლის მიხედვითაც დამზადებულია:

• ღვინის ჭურჭელი პერევის (საჩხერის რაიონი) ადგილმდებარეობის ძნელადლღობადი თიხების საფუძველზე. აღნიშნული ნაწარმი იგზავნება აშშ-ში,
• აღდგენითი ცეცხლის ტექნოლოგიით მიღებული მხატვრული კერამიკული ნაწარმი (Bi და Cu აღდგენა),
• ქართული ოქროს გამოყენებით თხევადი ოქროთი დაფარული ფაიფურის ნაწარმი,
• ბაზალტის მოჭიქული ფილების ფერადი ნაწარმი,
• ფიუზინგის ტექნიკით ფურცლოვანი მინის მხატვრული ნიმუშები,
• ახალციხის ადგილმდებარეობის თიხებისაგან მეტლახის ფილები,
• მაღალი ტემპერატურის ზეგამტარი ნაკეთობები Y2O3-BaO-CuO,
• რადიაციული სანთურის პანელები,
• ვერნეილის მეთოდით მიღებული ხელოვნური ლალის ნიმუშები,
• ძვლის ფაიფურის ნიმუშები,
• ჭიქურ-ქვედა საღებავებით დაფარული მხატვრული ფაიფური,
• ბაკურიანის ანდეზიტით მიღებული მხატვრული ფაიფური,
• ჩვენი ნედლეულით მაისენში (გერმანია) გამოშვებული ფაიფური,
• ტიხრული ტექნიკის ნიმუშები ვერცხლზე, სპილენძზე, მინაზე და კერამიკაზე.

ალავერდის ეპარქიის ფარგლებში (ქ. თელავი, შუამთის მიმდებარე ტერიტორია) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შენდება თანამედროვე კერამიკული ,,სასწავლო საწარმო”, რომელიც გამოუშვებს პროფ. გ. გაფრინდაშვილის მიერ დამუშავებულ ღვინის ქვევრებს, ძვლის ფაიფურს, სასულიერო და საერო ფერწერის საღებავებს, მხატვრულ მინანქრებს და სხვა. ,,სასწავლო საწარმო” მოამზადებს კადრებს ქართული მეთუნეობის ტრადიციების აღსადგენად.
რექტორმა სასწავლო-საგამოფენო და მინანქრის მხატვრული დამუშავების აუდიტორია დაათვალიერა
 
 

ასევე:

  • სტუ–ში წიგნის მხატვრული კონსტრუირების ჯგუფის სხდომა გაიმართა
  • საგამომცემლო სახლ “ტექნიკურ უნივერსიტეტში” წიგნის მხატვრული კონსტრუირების ჯგუფი შეიქმნა
  • ეკა ხარაშვილი იაპონიის კულტურისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს
  • ეროვნულ მუზეუმში საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა
  • ეროვნულმა არქივმა კინოაფიშების კოლექცია შეიძინა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge