ეროვნულმა არქივმა კინოაფიშების კოლექცია შეიძინა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეროვნულმა არქივმა კინოაფიშების კოლექცია შეიძინა კულტურა, სპორტი
23-02-2010, 13:02
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს მასალის მოძიებას ეროვნული საარქივო ფონდის გასამდიდრებლად.
მიმდინარე წლის თებერვალში ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერისაგან შეიძინა 1956-1987 წლებში გადაღებული ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების 82 აფიშა, მათგან უძველესია 1956 წელს სიკო დილიძის მიერ გადაღებული ფილმის _ "ეთერის სიმღერის" _ აფიშა.
ახალშეძენილ კოლექციაში თავმოყრილია აფიშები არაერთი ქართული კინოშედევრისა: "აბესალომ და ეთერი", "ალავერდობა", "განგაში", "დიდი მწვანე ველი", "დიდოსტატის მარჯვენა", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "ვედრება", "კუკარაჩა", "მანანა", "მარადისობის კანონი", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "ოთარაანთ ქვრივი", "ღვინის ქურდებისა" და სხვა.
აფიშები, ამავდროულად, საინტერესო ინფორმაციას შეიცავს ფილმის რეჟისორის, სცენარის ავტორის, მონაწილე მსახიობების, მხატვრის, ოპერატორის შესახებ.
აღსანიშნავია, ეროვნულ არქივში დაცულია დასახელებული მხატვრული ფილმების გადაღების ამსახველი ფოტონეგატივები, ლიტერატურული და სარეჟისორო სცენარები, მუსიკის პარტიტურები, ფილმის დღიურები და სხვა, რაც კიდევ უფრო ზრდის აფიშების მნიშვნელობას და მათდამი ინტერესს.
 
 

ასევე:

  • ეროვნული არქივი ფილმების ფოტონეგატივების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
  • "საბჭოთა საქართველო" მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალში მონაწილეობს
  • ეროვნული არქივი კერძო კოლექციების შემომწირეველებს უმასპინძლებს
  • ეროვნულ არქივში გაიხსნა გამოფენა „რამაზ ჩხიკვაძე. 85 ფოტო ალბომისთვის"
  • ჩარლი ჩაპლინის "ახალი ფილმი" სამ ფუნტად იყიდეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge