"საბჭოთა საქართველო" მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალში მონაწილეობს » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

"საბჭოთა საქართველო" მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალში მონაწილეობს სიახლე
8-10-2009, 13:31
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და რეჟისორი გიორგი კაკაბაძე უკრაინაში გაემგზავრნენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და რეჟისორ გიორგი კაკაბაძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "საბჭოთა საქართველო~ მონაწილეობს საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალში, რომელიც 9-12 ოქტომბერს ქალაქ კიევში გაიმართება.

ფილმზე მუშაობა 2009 წლის იანვრიდან დაიწყო და 2009 წლის აგვისტოში დასრულდა. აგვისტოშივე იგი კიევის საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე "Покров~ (მფარველი) გაიგზავნა. ფილმმა წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპი და ფესტივალის ძირითადი კონკურსის ნუსხაში მოხვდა.


დოკუმენტური ფილმი "საბჭოთა საქართველო~, რომლის ხანგრძლივობა 75 წუთია, შექმნილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ვიზუალური და წერილობითი ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე. ფილმი შეიცავს დადგმულ სცენებს და გაფორმებულია მხატვრული სადიქტორო ტექსტით.

ფილმში ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა აღწერილი სამოცდაათწლიანი საბჭოთა ცხოვრება და ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორც საქართველოში, ისე, ზოგადად, საბჭოთა კავშირში. აქცენტი გადატანილია ქართული საზოგადოების ყოფაზე ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში.
 
 

ასევე:

  • ეროვნული არქივი ფილმების ფოტონეგატივების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
  • თბილისში სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" გაიხსნა
  • "ამირანი" და "რუსთაველი” საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებენ
  • ბათუმში საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ახალ პროექტს წარმოადგენს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge