|
23-08-2011, 22:03
17-24 სექტემბერს ბათუმის საავტორო ფილმების მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც უკვე მეექვსე წელია ტარდება, ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული ღონისძიებაა. კინოფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით სხვადასხვა წელს იმყოფებოდნენ კრისტოფ ზანუსი, იერჟი რაძივილოვიჩი, იერჯი შტური ზბიგნევ რიბჩინსკი (პოლონეთი), იოს სტელინგი (ჰოლანდია), ნინო კირთაძე, ნანა ჯორჯაძე, ირაკლი კვირიკაძე (საქართველო), მანიჯე ჰეკმათი, პეგა აჰანგარანი, მოჰსენ ამირუსაფირი, აბას კიაროსტამი (ირანი), პაველ პავლიკოვსკი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ კობახიძე(საფრანგეთი), სიდიქ ბარმაკი (ავღანეთი).
ძირითადი პროგრამაში წელს იქნება 50-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმი, ხოლო ახალგაზრდულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში - 30 ფილმი. სულ დაახლოებით 22-23 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.
კინოფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან: საერთაშორისო მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია, საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცი, აბრეშუმის გზის ქვეყნები -(თურქეთი, ირანი, სომხათი, აზერბაიჯანი, ოსტატთა კოლექცია - ცნობილი რეჟისორების ფილმები, MEET THE JURY სექცია - ჟიურის წევრი რეჟისორების ფილმები, მასტერკლასები და ვორქშოფები. კინოფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით, 21-23 სექტემბერს გაიმართება ინდუსტრიული შეხვედრები, რომელსაც დაესრებიან ევროპის კინოაკადემიის, ჰ. ბალსის ფონდი (როტერდამის კინოფესტივალი), EAVE, პოლონეთის კინოინსტიტუტის, ა. ვაიდას სკოლის წარმომადგენლები და პროდიუსერები. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი კი - ქ. ბათუმის მერია. ghn.ge |
|