თბილისში სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" გაიხსნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თბილისში სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" გაიხსნა კულტურა, სპორტი
18-06-2010, 03:26
თბილისში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" გაიხსნა.

საზეიმო გახსნის ცერემონიალზე აღინიშნა, რომ ფესტივალში მონაწილეობს 57 ფილმი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან: სამხრეთ აფრიკა, ბულგარეთი, ჩინეთი, კუბა, ესპანეთი, გერმანია, უნგრეთი, ხაზახეთი, ლიბანი, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, უკრაინა და საქართველო.

ფესტივალის ჟიურის წევრები არიან სტანისლავ სემერჯიევი - სოფიის დრამისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი (ბულგარეთი), რომელიც მსოფლიო კინოსკოლების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია და მისი პრეზენტაციით დაიწყება ფესტივალის პირველი სამუშაო დღე; რეჟისორი მიხეილ კობახიძე, რომელიც უკვე დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, 19 ივნისს ჩაატარებს 5- საათიან მასტერკლასს კინოწარმოებაზე. ოზგურ სეიბანი - სტამბულის მარმარას უნივერსიტეტის კინოტელეფაკულტეტის წარმომადგენელი 20 ივნისს გამართავს საფესტივალო შეხვედრას. საქართველოს კი "ამირანის" ჟიურიში წარმოადგენს კინომცოდნე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირინა დემეტრაძე.

ფესტივალს ჰყავს საპატიო სტუმარი ისრაელიდან, იერუსალიმის კინოსკოლის პროფესორი - რენენ შარრი, რომელიც ფესტივალის პირველ სამუშაო დღეს, 18 ივნისს, იერუსალიმის კინოსკოლის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ პრეზენტაციას და საუკეთესო სადიპლომო ფილმების არასაკონკურსო ჩვენებას წარუდგენს ფესტივალის სტუმრებს, მონაწილეებსა და სტუდენტებს.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ელისო ერისთავის სამაგისტრო ჯგუფის ექსპერიმენტული ფილმების არასაკონკურსო ჩვენება. დაგეგმილია 11-საათიანი 3-დღიანი საკონკურსო კინოჩვენება, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის ჯილდოები და სერტიფიკატები.
20 ივნისს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს 5 ნომინაციაში: ჟიურის პრიზი, საუკეთესო ფილმი, რეჟისურა, ხმოვანი და ვიზუალური რიგი. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის ჯილდოები და სერტიფიკატები.

წლევანდელი ფესტივალი ტარდება ეროვნული კინოცენტრიას და ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის დაფინანსებით. ასევე, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით. ფესტივალის პარტნიორები არისნ „ისი პარი", „ნაბეღლავი" და „ყავა პელე", ისინი თავიანთ სიმპათიას გამოავლენენ და დააჯილდოებენ. ფესტივალის სტუმრებს კი 4 დღის განმავლობაში „კალა ჯგუფი" უმასპინძლებს.

ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორები არიან საინფორმაციო საგენტოები - „ჯი-ეიჩ-ენი" და „ინტერპრესნიუსი" , გაზეთები - „24 საათი" და „რეზონანსი", ასევე „პალიტრა მედია".
 
 

ასევე:

  • ეროვნული კინოცენტრი თეატრალურ უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს
  • უმაღლესი სასწავლებლების თანაორგანიზატორობით ფესტივალი გაიხსნება
  • ტარდება ფესტივალი „პროექტი ხელმისაწვდომი ჰოლივუდი. საქართველო 2013“
  • იხსნება ფესტივალი “პროექტი ხელმისაწვდომი ჰოლივუდი. საქართველო 2013“
  • დღეს რუსულ-ქართული ფესტივალი გაიხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge