დღეს რუსულ-ქართული ფესტივალი გაიხსნება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს რუსულ-ქართული ფესტივალი გაიხსნება კულტურა, სპორტი
20-06-2010, 00:51
დღეს, 20 ივნისს, გაიხსნება IV საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალი "პოეზიის სამყარო - სამყარო ომის გარეშე". ფესტივალი ზედიზედ მეოთხედ ტარდება. ორგანიზატორები არიან საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი" და რუს მწერალთა საერთაშორისო ფედერაცია. მისალმება ფესტივალის მისამართით გაგზავნეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარმა ილია II-მ და მოსკოვისა და სრულსად რუსეთის პატრიარქმა კირილემ.

წელს პოეტურ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 60-ზე მეტი პოეტი, მთარგმნელი, ხელოვნების მოღვაწე, საერთაშორისო პოეტური ფესტივალების ორგანიზატორი, რედაქტორი, გამომცემელი და ჟურნალისტი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან (აშშ, კანადა, უნგრეთი, ისრაელი, საფრანგეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, გერმანია, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, დანია, იტალია, ლიტვა, რუსეთი, უკრაინა, შვედეთი, არგენტინა), მათ შორის ნობელის პრემიის ორი ნომინანტი. საქართველოდან ფესტივალში მონაწილეობენ წამყვანი ქართველი პოეტები და მთარგმნელები. საფესტივალო ღონისძიებები დაიწყება 20 ივნისს თბილისში, შემდეგ კი გადაინაცვლებს რუსთავში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში. ფესტივალის პროგრამაში შედის სემინარები, დისკუსიები, მასტერკლასები ახალგაზრდა ქართველი პოეტებისთვის, შემოქმედებითი შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები, ექსკურსიები, მრგვალი მაგიდები და ბევრი სხვა.

პოეტური ფესტივალის "პოეზიის სამყარო - სამყარო ომის გარეშე" ერთ-ერთი მთავარი მიზანია თანამედოვე ლიტერატურული ურთიერთობების მხარდაჭერა, თარგმანის მაღალი სტანდარტების აღდგენა, ერთობლივი ლიტერატურული პროექტებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმების შემუშავება. ფესტივალის ჩატარება ხელს შეუწყობს არა მარტო საქათველოს პოზიტიურ იმიჯს, როგორც ქვეყნისა ძველი კულტურითა და ლიტერატურული ტრადიციებით, არამედ ქართველი ლიტერატორების უცხოელ კოლეგებთან უფრო მჭიდრო შემოქმქდებითი კონტაქტების დამყარებას.

ფესტივალი 29 ივნისს დასრულდება.
 
 

ასევე:

  • თბილისში სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" გაიხსნა
  • დღეს გაიხსნება საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”
  • თბილისში ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი გაიხსნება
  • ბათუმის თეატრში სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმი 2010" გაიმართება
  • "არტისტერიუმი 2010" იხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge