|
2-05-2010, 04:04
3 მაისს კულტურის სამინისტროს, ეროვნულ კინოცენტრსა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
დოკუმენტს ხელს მოაწერენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი. მემორანდუმი ითვალისწინებს კინოცენტრს და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას.
ორ უწყებას შორის პარტნიორობა მთელი წლის განმავლობაში ერთობლივ პროექტებზე მუშაობას გულისხმობს (ერთობლივი მასტერკლასების ჩატარება, სტუდენტური ფილმების ჩვენება რეგიონებში, სახელმძღვანელოების გამოცემა, სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის “ამირანი” ორგანიზება” და სხვა).
თანამშრომლობის ფარგლებში უკვე გამოიცა საოპერატორო ქრესტომათიის ციფრული ვერსია გია გერსამიას ავტორობით (DVD-დისკებზე), რომლის პრეზენტაციაც 3 მაისს გაიმართება. |
|