|
26-07-2013, 13:17
29 ივლისს, 12:00 საათზე, პოლიციის აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს პოლიციის აკადემიაში ხელს მოაწერენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი.
გარდა ამისა, გაიმართება სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია. სტუმრები პოლიციის აკადემიას დაათვალიერებენ და მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან. |
|