|
26-06-2013, 18:05
ხვალ, 27 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი სერგო ნოზაძე და სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში შეიქმნა სპეციალური სასწავლო პროგრამა. მემორანდუმის ფარგლებში, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები პრაქტიკას აკადემიაში სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაივლიან.
აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირაკლი გაბისონიასა და სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს, ანა ფუტკარაძეს. |
|