|
8-08-2012, 20:10
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საინფორმაციო საგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" შორის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ სტუ-ის რექტრი არჩილ ფრანგიშვილი და "ჯი-ეიჩ-ენის" დირექტორი გოჩა მირცხულავა.
მემორანდუმის თანახმად, სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ”მასობრივი კომუნიკაციისა” და ”კომუნიკატივისტიკისა და სიძველეთა ინჟინერინგის” სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები საინფორმაციო სააგენტოში სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას გაივლიან. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან საინფორმაციო სააგენტოს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. |
|