|
11-07-2013, 15:29
ხვალ, 12 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაფორმდება მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს შორის. უნივერსიტეტის მხრიდან ხელს მოაწერს სენატის თავმჯდომარე ჯემალ გახოკიძე, ხოლო სასწავლო ცენტრის მხრიდან – ცენტრის დირექტორი მაია ხასია.
მემორანდუმის თანახმად, სტუ-ის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პრაქტიკულ კურსს გაივლიან. |
|