სტუდენტები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ცენტრში კურსს გაივლიან » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუდენტები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ცენტრში კურსს გაივლიან სტუ
12-07-2013, 15:22
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს შორის. უნივერსიტეტის მხრიდან ხელს მოაწერა სენატის თავმჯდომარემ, ჯემალ გახოკიძე, ხოლო სასწავლო ცენტრის მხრიდან – ცენტრის დირექტორმა მაია ხასიამ.

მემორანდუმის მთავარი მიზანია ისეთი ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავება-განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს სამართლებრივი კვლევების პოპულარიზაციას, სტუდენტთა პროფესიულ განვითარებასა და მათი ინფორმირებულობის ამაღლებას აღნიშნულ სფეროში. ამ მიზნით, იგეგმება სამართლის კლინიკის საბაკალავრო (მე-3 და მე-4 კურსის) და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პრაქტიკული კურსების ჩატარება სასწავლო ცენტრში.

სტუდენტები ცენტრში სწავლის პერიოდში გაეცნობიან სასჯელაღსრულების სისტემის სპეციფიკას. სასწავლო ცენტრში გავლილი კურსები სტუდენტს კრედიტქულებად ჩაეთვლებათ (სამართლის კლინიკის პროგრამებში).
 
 

ასევე:

  • სტუ-სა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი ფორმდება
  • იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სტუ-სთან მემორანდუმი გააფორმა
  • სტუ-ის სტუდენტები პრაქტიკას ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან
  • ცესკოსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
  • “თაბაშირმუყაოს” სასწავლო ცენტრში მიღება ცხადდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge