|
9-12-2012, 15:48
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ "თაბაშირმუყაოს" სასწავლო ცენტრში მიღება ცხადდება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ფუნქციონირებს "თაბაშირმუყაოს" სასწავლო ცენტრი.
როგორც აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა შახი ბაქანიძემ განაცხადა, ცენტრში წარმოებს "თაბაშირმუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟის" სპეციალისტთა მომზადება და გადამზადება.
სწავლის ხანგრძლივობა: მომზადება - 3 თვე, გადამზადება - 1 თვე. მეცადინეობები წარმოებს როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში. კურსდამთავრებულთათვის გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სასწავლო ცენტრის მისამართი: სტუ-ს მე-7 სასწავლო კორპუსი (მ. კოსტავას 71). სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი: შ. ბაქანიძე (ტელ. 595-57-58-43; 2-57-58-43). |
|