|
17-01-2014, 19:54
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული "თაბაშირმუყაოს" სასწავლო ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას "თაბაშირმუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟის" სპეციალობაზე (მომზადება და გადამზადება).
ფუნქციონირებს "თაბაშირმუყაოს" სასწავლო ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. როგორც აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა შახი ბაქანიძემ განაცხადა, არის დასაქმების კარგი პერსპექტივაც.
“სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს საწარმოო პრაქტიკის გავლას ქალაქის მშენებარე ობიექტებზე”, განაცხადა ბაქანიძემ და აღნიშნა, რომ სწავლებაზე დაშვების წინაპირობაა საბაზო განათლება - 9 კლასი.
სწავლის ხანგრძლივობა: 1 (2) თვე. მეცადინეობები წარმოებს როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში (ჯგუფებთან შეთანხმებით). სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სასწავლო ცენტრის მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 სასწავლო კორპუსი (მ. კოსტავას 71). სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი: შ. ბაქანიძე (ტელ. 595-57-58-43; 2-57-58-43). |
|