საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკას ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან. დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელს მოაწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ და სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში შეიქმნა სპეციალური სასწავლო პროგრამა. მემორანდუმის ფარგლებში, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები პრაქტიკას აკადემიაში სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაივლიან.
აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირაკლი გაბისონიასა და სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს, ანა ფუტკარაძეს.