|
11-11-2013, 13:32
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საგადასახადო კანონმდებლობის თემაზე ორთვიანი პრაქტიკული კურსი გაიხსნა. ღონისძიება ფინასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ გახსნეს.
ერთობლივი საგადასახადო სკოლის პროექტი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების მემორანდუმის ფარგლებში ამოქმედდა. როგორც მინისტრი აცხადებს, პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებს მიეცეს საშუალება გაიარონ სწავლება და მომზადება საგადასახადო სფეროს პრაქტიკის ექსპერტებთან. ორთვიანი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიმოხილვა, კანონმდებლობის მოქმედი გადასახადები, საგადასახადო კონტროლი, პასუხისმგებლობა და სხვა მიმართულებები.
პროექტში მონაწილეობენ ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები. ტრენერებად მოწვეული არიან შემოსავლების სამსახურის ექსპერტები.
სწავლების პარალელურად, კურსის მონაწილეები შემოსავლების სამსახურის მომსახურების ცენსტრსაც მოინახულებენ. |
|