სტუ-მ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ მემორანდუმი გააფორმეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-მ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ მემორანდუმი გააფორმეს სტუ
17-06-2011, 12:13
სტუ-მ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ მემორანდუმი გააფორმესსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ მოაწერეს. ღონისძიება სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეხვედრების ოთახში გაიმართა.

სტუ-მ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ მემორანდუმი გააფორმეს შეთანხმების თანახმად, მხარეები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზებაში. ასევე, სხვა სახის სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების რეალიზებაში. სტუ დაეხმარება აკადემიის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, სასწავლო და საცნობარო ლიტერატურის მომზადებაში. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიაწვდის ინფორმაციას საფინანსო სფეროში მიმდინარე უახლეს ცვლილებებზე; სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესურას ჩართავს თავის პროექტებში; სტუდენტებს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების, ტრენინგებისა და სასერთიფიკატო პროგრამებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ.
 
 

ასევე:

  • სტუ და ფინანსთა სამინისტროს აკადემია მემორანდუმს გააფორმებენ
  • სტუდენტებისთვის ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუ-ის სტუდენტები პრაქტიკას ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან
  • ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდება
  • ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სტუ-ის სტუდენტებისთვის კურსი გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge