|
5-10-2011, 13:51
დღეს ფინანსთა სამინისტროში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სტუდენტებისთვის სამინისტროს აკადემიის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა (გორგასალის ქ. №16, 6 სართული). სტუდენტები იმ სერვისებს გაეცნენ, რომელიც მათ აკადემიის სასწავლო კურსებისა და სამინისტროს სისტემაში სტაჟირების პროცესის გავლაში დაეხმარებათ.
აკადემიის ახალი ვებგვერდი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ელექტრონულ რეჟიმში გაიარონ რეგისტრაცია როგორც სასურველი სასწავლო პროგრამების შესარჩევად, ასევე სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.
აკადემიის ვებგვერდზე ამოქმედდა კიდევ ერთი ახალი სერვისი - კარიერის განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, რომელიც სერთიფიცირებული და წარმატებული მსმენელების დასაქმებასა და კარიერის სამომავლო განვითარებაზეა ორიენტირებული.
აკადემიის მიმდინარე პროექტები და სამომავლო პერსპექტივები სტუდენტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ ბაიბურთმა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა სერგო ნოზაძემ გააცნეს. |
|