იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სტუ-სთან მემორანდუმი გააფორმა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სტუ-სთან მემორანდუმი გააფორმა სტუ
12-12-2013, 02:21
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მხრიდან ხელი ცენტრის დირექტორმა ნინო ციხისთავ-ხუციშვილმა მოაწერა, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან – რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილმა. სტუ-ის მხრიდან ღონისძიების ორგანიზატორი იყო სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი ანა ფუტკარაძე.

მემორანდუმის მიზანი ისეთი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელებაა, რომლებიც მიმართულია კვლევის, სამართლის პოპულარიზაციის, საგნმანათლებლო საქამიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.

სტუ-ის გარდა, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა ექვსმა რეგიონულმა უნივერსიტეტმა. ესენია: ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის საზღვაო აკადემია.

ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები იუსტიციის სასწავლო ცენტრს ეწვივნენ, მისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ცენტრის მუშაობას გაეცნენ.
 
 

ასევე:

  • იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი ფორმდება
  • მემორანდუმი იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან
  • სტუდენტები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ცენტრში კურსს გაივლიან
  • სტუ-სა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი ფორმდება
  • პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი გამოქვეყნდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge