|
7-08-2012, 23:05
გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი გამოქვეყნდა. პროფესიული განათლების IV და V საფეხურზე ჩარიცხვის მსურველი პირები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას.
პროფესიული განათლების IV და V საფეხურზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების საფუძველზე. შესაბამის პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით პირმა უნდა მიმართოს შესაბამის დაწესებულებას.საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის ჩარიცხვა ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტით, რომელიც 15 სექტემბრამდე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ცენტრში.
ახალგაზრდებს პროფესიულ პროგრამებს სთავაზობენ შემდეგი საგანმანათლებლო დაწესებულებები:
1. ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი, 2. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 3. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 4. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, 5. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, 6. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, 7. გორის სასწავლო უნივერსიტეტი, 8. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 9. ნოდარ დუმბაძის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი, 10. პროფესიული კოლეჯი "აისი", 11. პროფესიული კოლეჯი "იბერია", 12. პროფესიული კოლეჯი ახალი "ტალღა", 13. საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი, 14. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 15. საქართველოს ბიზნეს აკადემია, 16. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, 17. საქართველოს საავტომობილო საგზაო საზოგადოებრივი კოლეჯი, 18. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 19. საზოგადოებრივი კოლეჯი "გეორგია", 20. საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა", 21. საზოგადოებრივი კოლეჯი პროფესიონალი, 22. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 23. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, 24. თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებელი, 25. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 26. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 27. თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი, 28. თბილისის ტურიზმის აკადემია საზოგადოებრივი კოლეჯი, 29. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, 30. წმინდა ილია მართლის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი, 31. ხარისხის მართვის საზოგადოებრივი კოლეჯი, 32. ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი. |
|