დღეს, 5 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, გაიხსნა უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების პირველი გამოფენა "საქართველოს განათლების კვირეული 2011". გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.
"საქართველოს განათლების კვირეული 2011"-ში მონაწილეობენ უმაღლესი სასწავლებლები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; აი-ბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი; ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო სკოლა / ვილნიუსი; გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ალმა-მატერი); გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი; კავკასიის აკადემიური ცენტრი; კავკასიის უნივერსიტეტი; კიპრის საერთაშორისო უნივერსიტეტი / კვიპროსი; მიმი - უნივერსიტეტი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი / რიგა; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; თბლისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი; უმაღლესი სამედიცინო სკოლა - აიეტი; უნივერსიტეტი გეომედი.
გარდა ამისა, "საქართველოს განათლების კვირეული 2011"-ში მონაწილეობენ საგანმანათლებლო ცენტრები/ორგანიზაციები: ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრი - ETI; ბრიტანულ-ქართული აკადემია - BGA; ბრიტიშ ჰაუზი - British House; ეფ-ელ-ელ-ი - FLLE; ი-ელ-ელ - საგანმანათლებლო სააგენტო - ELL; იუ-ქეი ბრიჯი - UK Bრიდგე; ლიბრა - სასწავლო ცენტრი; ოქსფორდ ჰაუზი - Oxford House; სი-თი-სი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC; თი-სი-ესი - TCS.
"საქართველოს განათლების კვირეული 2011"-ში მონაწილეობენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID; გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური - DAAD; საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო - IREX; სახალხო უნივერსტეტთა გერმანული ასოციაცია - DVV; ტემპუსის ეროვნული ცენტრი - TEMPUS და საბნკო/საფინანსო ორგანიზაციები: თი-ბი-სი ბანკი; საქართველოს ბანკი.
"საქართველოს განათლების კვირეული 2011" გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში გაიხსნა და 13 მარტამდე გასტანს.