13 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით გამართული უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების პირველი გამოფენა "საქართველოს განათლების კვირეული 2011" დაიხურა. გამოფენა 5 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.
"საქართველოს განათლების კვირეული 2011"-ში მონაწილეობდნენ უმაღლესი სასწავლებლები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; აი-ბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი; ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო სკოლა / ვილნიუსი; გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ალმა-მატერი); გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კავკასიის აკადემიური ცენტრი; კავკასიის უნივერსიტეტი; კიპრის საერთაშორისო უნივერსიტეტი / კვიპროსი; მიმი - უნივერსიტეტი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი / რიგა; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; თბლისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი; უმაღლესი სამედიცინო სკოლა - აიეტი; უნივერსიტეტი გეომედი.
გარდა ამისა, "საქართველოს განათლების კვირეული 2011"-ში მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო ცენტრები/ორგანიზაციები: ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრი - ETI; ბრიტანულ-ქართული აკადემია - BGA; ბრიტიშ ჰაუზი - British House; ეფ-ელ-ელ-ი - FLLE; ი-ელ-ელ - საგანმანათლებლო სააგენტო - ELL; იუ-ქეი ბრიჯი - UK Bრიდგე; ლიბრა - სასწავლო ცენტრი; ოქსფორდ ჰაუზი - Oxford House; სი-თი-სი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC; თი-სი-ესი - TCS.
"საქართველოს განათლების კვირეული 2011"-ში მონაწილეობდნენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID; გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური - DAAD; საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო - IREX; სახალხო უნივერსტეტთა გერმანული ასოციაცია - DVV; ტემპუსის ეროვნული ცენტრი - TEMPUS და საბნკო/საფინანსო ორგანიზაციები: თი-ბი-სი ბანკი; საქართველოს ბანკი.
"საქართველოს განათლების კვირეული 2011" გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში იყო წარმოდგენილი.