„გარანტი“ ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობას უხდის » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

„გარანტი“ ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობას უხდის სტუ
16-04-2015, 14:14
თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი „გარანტი“ მადლობას უხდის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტს და მის სამართლის დეპარტამენტს, რომელმაც უზრუნველყო აღნიშნული კოლეჯის კრიმინალისტიკის პროფესიული პროგრამის სტუდენტებისთვის საწარმოო პრაქტიკის გავლა ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში. აღნიშნულ ლაბორატორიაში სტუდენტებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ძირითადი დისციპლინის ყველა ასპექტი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კრიმინალისტიკის ლაბორატორია 2013 წელს გაიხსნა. მისი ანალოგი ამიერკავკასიაში არ არსებობს. ლაბორატორიის შექმნისა და ფუნქციონირების აუცილებლობა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ბოლო წლებში დანაშაულის გახსნისა და გამოძიების პროცესში კრიმინალისტიკური ტექნიკა, ტაქტიკა და მეთოდოლოგია ნაკლებად გამოიყენებოდა. ამის შედეგად, სასწავლო დაწესებულებებში შემცირდა ინტერესი კრიმინალისტიკის მიმართ და ერთ დროს სტუდენტისათვის მეტად საინტერესო და მიმზიდველმა საგანმა მეორე პლანზე გადაინაცვლა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მიიღო გადაწყვეტილება სამართლის დეპარტამენტში შექმნილიყო კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია, რისთვისაც 70 000 ლარი გამოიყო. ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანადგომით გახდა შესაძლებელი და იგი ანალოგიურია აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში არსებული აღჭურვილობისა. ლაბორატორიის დანიშნულებაა: საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული კრიმინალისტიკის კურსის თეორიული სწავლებით მიღებული ცოდნის გაღრმავება ლაბორატორიული კვლევებითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებით; პროფესიული სწავლების საფეხურით ჩარიცხულ სტუდენტთა მომზადება კრიმინალისტიკის სპეციალობით; სხვა სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა სპეციალური ლაბორატორიული კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების თვალსაზრისით.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნა
  • იმიტირებული სასამართლო პროცესი სტუ-ში
  • სტუ-ს ბრუკჰავენის ნაციონალური ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი ეწვევა
  • კომპანია “დოკა” ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქარს გადასცემს
  • ბრუკჰავენის ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი სტუ-ში პრეზენტაციას მართავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge