სტუ-ში კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნა სტუ
14-11-2013, 15:23
სტუ-ში კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, სამართლის დეპარტამენტში, კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი და სხვები.

სტუ-ში კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნა ლაბორატორიის ტენიკური აღჭურვილობა ანალოგიურია აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში არსებული აღჭურვილობისა.

ლაბორატორიის შექმნისა და ფუნქციონირების აუცილებლობა განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: ბოლო წლებში ქვეყანაში გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკა ნაკლებად ითვალისწინებდა კრიმინალისტიკური ტექნიკის, ტაქტიკისა და მეთოდიკის გამოყენებას დანაშაულის გახსნისა და გამოძიების პროცესში. ასეთმა მიდგომამ შეანელა ინტერესი კრიმინალისტიკის მიმართ არა მარტო სამართალდაცვის სისტემაში, არამედ სასწავლო დაწესებულებებშიც და ერთ დროს სტუდენტისთვის მეტად საინტერესო და მიმზიდველმა საგანმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სამართლის დეპარტამენტში შექმნილიყო კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია.

სტუ-ში კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნა ლაბორატორიამ უნდა გადაწყვიტოს შემდეგი ამოცანები: საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული კრიმინალისტიკის კურსის თეორიული სწავლებით მიღებული ცოდნის გაღრმავება ლაბორატორიული კვლევებითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებით; პროფესიული სწავლების საფეხურით ჩარიცხულ სტუდენტთა მომზადება კრიმინალისტიკის სპეციალობით; სხვა სასწავლო დაწესებულებასთან თანამშრომლობა, ხელშეკრულების საფუძველზე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების თვალსაზრისით. აღნიშნულ ლაბორატორიაში არსებული კრიმინალისტიკური და სხვა სპეციალური აღჭურვილობის, ასევე, ლაბორატორიაში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლების თეორიული და უდიდესი პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია გაიარონ ტრეინინგი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებში დასაქმებულმა გამოძიების დარგის მუშაკებმა, კრიმინალისტიკის განსაკუთრებული როლის შესახებ უტყუარ მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით; ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება კანონით დადგენილი წესით ალტერნატიული კრიმინალისტიკური ექსპერტიზების ჩატარება.

სტუ-ში კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნა გარდა ამისა, უფასო კონსულტაციების მიზნით, სტუ-ის სამართლის კლინიკაში ფუნქციონირებას დაიწყებს ოფისი ყველა საჭირო აღჭურვილობით. კლინიკა, ძირითადად, მომსახურებას გაუწევს იძულებით გადაადგილებულ პირებს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ამ თვალსაზრისით დაწყებულია მჭიდრო თანამშრომლობა) და ტექნიკური უნივერსიტეტის მოსამსახურეებს.

სტუ-ში კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნაბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს იმიტირებული პროცესების ჩასატარებლად მოწყობილი სასამართლო დარბაზი. დარბაზი დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებითაა აღჭურვილი.
სტუ-ში კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნა
 
 

ასევე:

  • იმიტირებული სასამართლო პროცესი სტუ-ში
  • „გარანტი“ ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობას უხდის
  • სტუ-ის სტუდენტები ჰააგაში იმიტირებულ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას
  • სტუ-ში სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა
  • სტუ-ში ფიზიკის განახლებული სასწავლო ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებას






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge