|
13-05-2015, 14:49
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა ახორციელებს პროექტს – "საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრებისთვის გუნდის შერჩევა-მომზადება".
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი, ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, 17-22 მაისს ჰააგაში მიემგზავრება და იმიტირებულ პროცესში მიიღებს მონაწილეობას.
სტუ-ის გუნდმა წინამოსამზადებელი შეხვედრა გამართა სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებთან, რომლებმაც არაერთი რჩევა-რეკომენდაცია მისცეს სტუდენტებს.
სამართლის კლინიკა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში 2009 წლიდან არსებობს. იგი ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA) დაფინანსების, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მაღალი აქტივობის შედეგად შეიქმნა. სამართლის კლინიკაში ჩართული სტუდენტები კლინიკაზე მიმაგრებულ პროფესორ-მასწავლებელთა დახმარებით ახდენენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაციას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სტუდენტები მონაწილეობენ კლინიკის ეგიდით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებში. |
|