|
26-03-2011, 01:36
28 მარტს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოს ინიციატივით გამართულ სამართლებრივ ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების შვიდწევრიანი გუნდები, ერთმანეთს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გაუზიარებენ. მომავალი იურისტების საუკეთესო გუნდს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.
სამართლებრივი ოლიმპიადა, რომელიც საერთო სპეციალიზაციის მიხედვით (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალი) გაიმართება, 5 ეტაპს მოიცავს: ამოხსნა; სამართლებრივი კითხვები; მეტყველება ორატორობა; სამართლებრივი შეცდომების კორექტირება და დებატები. სამართლებრივი ოლიმპიადის მიზანია სასამართლოსა და მომავალი იურისტების დაახლოება, პრაქტიკულ უნარ-ჩვევების განვითარება, მათი უშუალოდ ჩართვა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა. |
|