|
14-11-2014, 18:30
14 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროფესორ გივი ლობჟანიძის წიგნის "სამართლის ფილოსოფიის" (I და II ნაწილები) პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის აკადემია, შავი ზღვის უნივერსიტეტი, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტები და სხვა უმაღლესი სასწავლებები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამართლის სკოლებისთვის. იურისტების გარდა წიგნით საინტერესო იქნება ფილოსოფოსების, პოლიტოლოგების, აგრეთვე, ფილოსოფიურ-სამართლებრივი პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
პროფესორ გივი ლობჟანიძის „სამართლის ფილოსოფიის“ საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს და თითქმის არ დარჩენილა მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მასში არაა განხილული. ღონისძიების ორგანიზატორთა განცახდებით, სახელმძღვანელოს მიზანია, სტუდენტ ახალგაზრდობას დაეხმაროს სამართლებრივი და ფილოსოფიური ცნებების, მეთოდების ფორმების, სამართლებრივი ცნობიერების, ყოფიერების, შემეცნების ღირებულებებისა და ფენომენების შესწავლაში. ამასთან, წიგნის მიზანია, მისცეს ახალგაზრდებს სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა საშუალებითაც ისინი პირველ ყოვლისა საკუთარ თავში, ხოლო შემდეგ აზროვნების ლაბირინთებში ჩაღრმავების აუცილებლობაში დარწმუნდებიან.
სახელმძღვანელო, იურისტების გარდა, განკუთვნილია ფილოსოფოსების, პოლიტოლოგებისა და ფილოსოფიურ-სამართლებრივი პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
|
|