გამოიცა წიგნი “საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ” » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გამოიცა წიგნი “საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ” სიახლე
25-02-2010, 14:50
საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის შენობაში პროფესორ არჩილ ფრანგიშვილისა (სტუ-ის რექტორი) და პროფესორ ოლეგ ნამიჩეიშვილის წიგნის _ “საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ” _ პრეზენტაცია გაიმართა.
"საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ" ფართო მკითხველისთვის საუბრის ფორმით დაწერილი წიგნია. იგი განიხილავს მეცნიერების სპეციფიკას როგორც ცოდნის სისტემას, სულიერი წარმოებისა და სოციალური ინსტიტუტის ფორმას; აანალიზებს მეცნიერების განვითარების კანონზომიერებებს, მის სტრუქტურას, მეცნიერული შეცნობის დონეებსა და მის მეთოდოლოგიას; ავლენს განსხვავებებს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შორის, მათი ფორმირების ეტაპებსა და სათანადო მეთოდების თავისებურებებს; უჩვენებს, როგორ წყდება მოცემული პრობლემები მეცნიერების ტანამედროვე დასავლური ფილოსოფოსების მიერ.
"საუბრები მეცნიერების ფილოსოფიის შესახებ" განკუთვნილია მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, მეცნიერების ისტორიის, ფილოსოფიისა და მეთოდოლოგიის პრობლემებით დაინტერესებული მკითხველისთვის.
წიგნი Ltd. NANO XXI-ის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. რედაქტორია მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. რეცენზენტები არიან აკადემიკოსები _ როინ მეტრეველი და ვლადიმერ ჭავჭანიძე.
 
 

ასევე:

  • ტექნიკურ უნივერსიტეტში "სამართლის ფილოსოფიის" პრეზენტაცია გაიმართება
  • სტუ-ში გივი ლობჟანიძის "სამართლის ფილოსოფიის" პრეზენტაცია გაიმართა
  • 25 ნოემბერი მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალების დღეა
  • მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა
  • გამოიცა ლექციების კურსი “ენერგეტიკა და საზოგადოება“






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge