|
25-04-2012, 13:08
საგამომცემლო სახლმა “ტექნიკური უნივერსიტეტი“ გამოსცა ლექციების მოკლე კურსი - “ენერგეტიკა და საზოგადოება“. წიგნში განხილულია ენერგეტიკისა და საზოგადოების მრავალმხრივი ურთიერთობები. ყურადღება გამახვილებულია საზოგადოებისთვის ენერგეტიკის როლსა და მნიშვნელობაზე, ამ დარგის განვითარებისადმი საზოგადოების შეგნებული მიდგომის აუცილებლობასა და ამოცანებზე, საზოგადოებისთვის ენერგეტიკული პროდუქციის ტარიფების მნიშვნელობაზე, ენერგეტიკის რეგულირების საჭიროებასა და საზოგადოების განვითარების სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებზე.
წიგნი 111-ე კათედრის წარდგინებით, რეკომენდებულია სტუ-ის სარედაქციო-საგამომცემლო სახლის მიერ. წიგნის ავტორია დემურ ჩომახიძე, რედაქტორი - მედეა ბაზაძე, რეცენზენტები - ოთარ ვეზირიშვილი და დავით ჯაფარიძე.
საგნის -“ენერგეტიკა და საზოგადოება“ - სწავლება ენერგეტიკის ფაკულტეტის შესაბამისი სპეციალობების სტუდენტებისთვის ბოლო პერიოდში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ქართულ ენაზე გამოცემული წიგნი პირველია და იგი სასარგებლო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვის. |
|