17 დეკემბერს სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში გაიმართა სამეცნიერო ონლაინკონფერენცია “სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული პრობლემები”. კონფერენცია ჩატარდა USAID-ის ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, მისი ფინანსური მხარდაჭერითა და ინიციატივით. ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტთან არსებული “ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის” და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტ 480-ის მონაწილეობით.
პროექტი განახორციელა კავშირმა “მეცნიერება და ენერგეტიკა”. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები საქართველოდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.