სტუ-ში ფიზიკის განახლებული სასწავლო ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებას » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ფიზიკის განახლებული სასწავლო ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებას სტუ
9-06-2011, 14:59
სტუ-ში ფიზიკის განახლებული სასწავლო  ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებასსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ახალი სასწავლო წლის დამდეგს ფასდაუდებელ საჩუქარს მიიღებენ - უნივერსიტეტში ფუნქციონირებას დაიწყებს ფიზიკის განახლებული სასწავლო ლაბორატორია, რომელიც აღჭურვება უახლესი, თანამედროვე კომპიუტერული გამზომი ინსტრუმენტებით და ლაბორატორული დანადგარებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შეძენილი მოწყობილობების ჩამონათვალში შედის აგრეთვე ფუნდამენტური კონსტანტების ლაბორატორია – აქაა ფიზიკის საეტაპო, ეპოქალური კლასიკური ექსპერიმენტები, რომლელთა ავტორების ღვაწლი მეცნიერების განვითარებაში თავის დროზე ნობელის პრემიებით აღინიშნა.

სტუ-ში ფიზიკის განახლებული სასწავლო  ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებასლაბორატორია აღჭურვილი იქნება მოწყობილობებით, რომელსაც ამზადებს ფირმა PASCO. ესაა მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ფირმა, რომელიც სახელგანთქმულია სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ხელსაწყოებისა და მოწყობილობების დამზადებით. ფირმა PASCO-ს პროდუქცია უსაფრთხო, საიმედო და შედარებით იაფია. ანალოგიური გერმანული ფირმის ნაწარმი გაცილებით ძვირია. PASCO-ს პროდუქციის ხარისხი ბევრად უმჯობესია ინდოეთის ფირმების მიერ შეთავაზებულზე და დიდად არ განსხვავდება გერმანული პროდუქციისგან და ამავდროულად ბევრად უკეთესია კომპიუტერული ინტერფეისებით აღჭურვის გამო.

ფირმა PASCO-ს გამზომი მოწყობილობები-ინტერფეისები გასაზომ ფიზიკურ სიდიდეების გარდაქმნის ციფრულ სიგნალებად, რომლებიც სპეციალური კონსოლის მეშვეობით მუშავდება, შეინახება, აისახება კონსოლის ეკრანზე, ან საჭიროების შემთხვევაში გადაიგზავნება ჩვეულებრივ კომპიუტერში შემდგომი პროგრამული დამუშავებისათვის. შედეგად ვღებულობთ ექსპერიმენტის შედეგებს, წარმოდგენილს ნაირსახოვანი ცხრილებისა და გრაფიკების სახით. მატერიალური ბაზით უზრუნველყოფის თვალსაზრისით უნივერსიტეტს შეძენილი აქვს სხვადასხვა ფიზიკური სიდიდის ციფრული გამზომი მოწყობილობების ძალიან ფართო ნაკრები. აღნიშნული საშუალებას იძლევა დაიგეგმოს და შესრულდეს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო გამოყენებითი ფიზიკის მრავალ სხვადასხვა დარგში, როგორც მაგისტრატურის, ასევე დოქტორანტურის დონის სამეცნიერო კვლევების შესრულების უზრუნველყოფისათვის.

შეძენილი მოწყობილობების ფართო ასორტიმენტი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს საშუალებას აძლევს დააყენონ ან შექმნან ორიგინალური ლაბორატორიული სამუშაოები, რომლებიც ოპტიმალურად იქნება მისადაგებული უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის კონკრეტული სპეციალობის სტუდენტების მაღალ დონეზე მომზადების ამოცანის გადაწყვეტასთან. გარდა ამისა, ლაბორატორიაში დაიდგმება შედარებით მარტივი ლაბორატორული ამოცანები, განკუთვნილი პირველი კურსის პირველ სემესტრში სტუდენტთა იმ კონტინგენტისთვის, რომლებიც გაივლიან საბაზო მომზადებას ფიზიკაში – ეს ლაბორატორული ამოცანები, ფაქტობრივად, სასკოლო დონის ამოცანებია. ასეთი ლაბორატორიის შექმნით უნივერსიტეტს ფაქტობრივად, აქვს შესაძლებლობა, თანამედროვე კვლევითი ლაბორატორიის ხიბლი სკოლის მოსწავლეებსაც გააცნოს. ამ მიზნით განზრახულია სკოლის მოსწავლეებისათვის საკვირაო სკოლის გამართვა. ამ ლაბორატორიის გამოყენება შესაძლებელია საქართველოს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების თანამედროვე მოთხოვნების დონეზე კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ლაბორატორიის აღჭურვილობა აგრეთვე შეიცავს ეგრეთ წოდებულ ”ნაკრებ ამოცანებს” – ერთი და იმავე ხელსაწყოების ბაზაზე შეიძლება რამდენიმე ამოცანის გამართვა. შეძენილი ლაბორატორული მოწყობილობებით დაკომპლექტებული ექსპერიმენტული ამოცანები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ თანამედროვე სასწავლო ლაბორატორია აგრეთვე იმ გაგებით, რომ ამოცანათა უმრავლესობა კომპიუტერიზებულია სათანადო გადამწოდებით და მათი ინტერფეისების საშუალებით. გარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა ასეთი თანამდროვე და კარგად აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორია არა აქვს საქართველოს, და, ალბათ, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის არცერთ სხვა უნივერსიტეტს. ლაბორატორიის სასწავლო პროცესში ეფექტური გამოყენება უზრუნველყოფს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის სათანადოდ მაღალ დონეზე შენარჩუნებას. ეს ლაბორატორია იქნება საფუძველი თანამედროვე დონის საუნივერსიტეტო საინჟინრო განათლების მისაღებად და არა მარტო გამოყენებითი ფიზიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, ეს იქნება საუკეთესო რეკლამა სტუდენტების უნივერსიტეტში მოსაზიდად. ამრიგად, ლაბორატორიის სათანადო დონეზე გამართვა უთუოდ წაადგება უნივერსიტეტის იმიჯს და მას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რიგში დააყენებს.

ლაბორატორიულ მოწყობილობებს თან ახლავს სენსორები სხვადასხვა ფიზიკური სიდიდის გასაზომად. მათი გამოყენება შესაძლებელია არა მარტო სასწავლო მიზნით, არამედ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლადაც. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტების სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მკვლევარის უნარ-ჩვევების გამომუშავება. ასე რომ, აღნიშნული ლაბორატორიის ბაზაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურას შესაძლებლობა გვეძლევა სტუდენტებს სწავლების საწყის ეტაპზევე გამოვუმუშავოთ კვლევითი აზროვნების უნარ ჩვევები. ლაბორატორიის აღჭურვილობა საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ დაახლოებით 80 ლაბორატორიული სამუშაო მექანიკის, მოლეკულური ფიზიკის ელექტრობის, ოპტიკისა და ატომური ფიზიკის მიმართულებით.

აკაკი გიგინეიშვილი, თემურ ჩიჩუა, იური პაპავა
 
 

ასევე:

  • სტუ-ში სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა
  • მოსწავლეებმა სტუ-ში ფიზიკის ახალი ლაბორტორია დაათვალიერეს
  • “PHYWE”-მ სტუ-ს ეკოლოგიის ულტრათანამედროვე ლაბორატორია გადასცა
  • სტუ-ში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა
  • სტუ-ში ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია განახლებული გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge