სტუ-ში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა სტუ
11-10-2011, 16:16
სტუ-ში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია მზის ენერგიაზე მომუშავე თანამედროვე წყალგამაცხელებელი სისტემებით, გამოსხივების ფოტოელექტრონული გარდამქმნელებით, თბური ტუმბოთი, მცირე სიმძლავრის ქარგენერატორით და გათბობის მაღალეფექტური ჰიდრავლიკური სისტემით. ლაბორატორიის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, WINROCK-ის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგობიანი, USAID-ის საერთშორისო ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ოფისის წარმომადგენელი დავით თვალაბეიშვილი და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ. ლაბორატორია გახსნა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ლაბორატორია შეიქმნა ენერგეტიკული და მონათესავე პროფილის სპეციალისტების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მომზადების მიზნით. ის მოემსახურება სტუდენტებს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე. ლაბორატორიის აღჭურვის ხარისხი იძლევა უნიკალურ შესაძლებობას დოქტორანტების მომზადებისთვის, სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიონალი ენერგეტიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

სტუ-ში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ავსტრიული კომპანია HERZ Armaturen–ის, აშშ საერთასაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით. ლაბორატორიის მოწყობილობა, რომელიც კომპლექსური სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, ავსტრიელმა, უკრაინელმა და ქართველმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს.

საწყის ეტაპზე ლაბორატორიაში ავსტრიელი და უკრაინელი სპეციალისტები ჩაატარებენ სწავლებას მომსახურე პერსონალისთვის. სამომავლოდ აქ მოეწყობა განახლებადი ენერგიის გამოყენების თანამედროვე ტექნიკის სადემონსტრაციო ხაზი და სამუშაო შეხვედრები ელექტრომომარაგებისა და გათბობა-ცხელწყალმომარაგების პროფილის ადგილობრივ კომპანიებთან.

განახლებადი ენერგიის ლაბორატორია ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების პოპულარიზაციას, გაზრდის ინტერესს მაღალეფექტური საყოფაცხობრებო ტექნიკის გამოყენების მიმართ, განავითარებს ენერგიის დაზოგვის კულტურას და დაამკვიდრებს ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას. ლაბორატორია ასევე პოპულარიზაციას გაუწევს ენერგეტიკული დარგის სპეციალიზაციებს, რისთვისაც გათვალისწინებულია სასწავლო-შემეცნებითი ლექციების ჩატარება სკოლის ასაკის ახალგაზრდებისთვის.

ლაბორატორიაში მიღებული კვლევის შედეგები შექმნის გამოცდილების საიმედო ბაზას საქართველოში ეკოლოგიურად და ენერგეტიკულად ეფექტური ტექნოლოგიების ფართო გამოყენებისთვის.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში HERZ-ის ტექნიკური სემინარი გაიხსნა
  • სტუ-ში ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია განახლებული გაიხსნა
  • სტუ-ში სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა
  • ევროკომისიის პროექტის ფარგლებში სტუ-ში ტრეინინგი გაიმართა
  • სტუ-ში ენერგოეფექტური სისტემების ლაბორატორია გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge