სტუ-ში HERZ-ის ტექნიკური სემინარი გაიხსნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში HERZ-ის ტექნიკური სემინარი გაიხსნა სტუ
22-10-2013, 13:50
სტუ-ში HERZ-ის ტექნიკური სემინარი გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზსა და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის #122 ლაბორატორიაში დღეს გათბობის ენერგოეფექტური სისტემების არმატურის მწარმოებელი კომპანიები "HERZ Armaturen" (ვენა, ავსტრია) და "HERZ Украина" (კიევი, უკრაინა) ტექნიკურ სემინარს და ახალი პროდუქციის პრეზენტაციას ატარებენ

სტუ-ში HERZ-ის ტექნიკური სემინარი გაიხსნა სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ გახსნა. HERZ-ის ტექნიკურმა დირექტორმა იგორ ზასედატელევმა კომპანია HERZ-ის ჯგუფის პრეზენტაცია წარმოადგინა და პროექტის მნიშვნელობებზე ისაუბრა.

ამას გარდა, გია არაბიძემ რ. იაუშოვეცის წიგნის “ჰიდრავლიკა – გათბობის გული” პრეზენტაცია გამართა.

სტუ-ში HERZ-ის ტექნიკური სემინარი გაიხსნა შეგახსენებთ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსში განახლებადი ენერგიის ლაბორატორია 2011 წლის 11 ოქტომბერს გაიხსნა. ლაბორატორია, რომელიც სტუდენტების, პროფესორების და ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტების საერთაშორისო სტანდატებით მომზადებისთვისაა განკუთვნილი, აღჭურვილია მზის ენერგიაზე მომუშავე თანამედროვე წყალგამაცხელებელი სისტემებით, გამოსხივების ფოტოელექტრონული გარდამქმნელებით, თბური ტუმბოთი, მცირე სიმძლავრის ქარგენერატორით და გათბობის მაღალეფექტური ჰიდრავლიკური სისტემით. განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ავსტრიული კოპმანია HERZ Armaturen-ის, აშშ-ის საერთაშორისო განვთარების საააგენტოსა (USAID) და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით. ლაბორატორიის მოწყობილობა, რომელიც კომპლექსური სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, დამონტაჟდა ავსტრიელი, უკრაინელი და ქართველი სპეციალისტების მიერ. ლაბორატორიაში მიღებული კვლევის შედეგები შექმნის გამოცდილების ბაზას საქართველოში ეკოლოგიურად და ენერგეტიკულად ეფექტური ტექნოლოგიების ფართო გამოყენებისთვის.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა
  • "HERZ Armaturen" და "HERZ Украина" ტექნიკურ სემინარს ჩაატარებენ
  • ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუ-ის პროფესორები მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამებს აცნობენ
  • სტუ-ში ენერგოეფექტური სისტემების ლაბორატორია გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge