ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სტუ
20-02-2013, 19:36
ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართამცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში ბიონარჩენებზე მომუშავე ენერგოეფექტური გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას, რომელიც USAID-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, ესწრებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი; ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, Winrock International Georgia-ს წარმომადგენლები.

ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებას, ნატახტარის საჯარო სკოლაში ბიონარჩენებზე მომუშავე ენერგოეფექტური გათბობის ჰიდრავლიკური სისტემის მოწყობას და ბიომასის წვის დანადგარის მონტაჟს, დანადგარის ტესტირებას, საცდელ გაშვებას და გამართვას.

ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე აცხადებს, პროექტი USAID-მა თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის პირობებით დააფინანსა. პროექტის ნომერია 6371-12-13 (AID-114-A-00-05-00106). კონკურსი გამოაცხადა Winrock International Georgia-მ, რომელიც არის Winrock International-ის ქვეკონტრაქტორი საქართველოში. ღონისძიებაში მონაწილე Georgian Assciation of Energy Engineers არის სტუ-ის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ასოციაცია.

ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა “განათლების სამინისტროს ჰქონდა გეგმა, საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, დაგვეწყო ასეთი ქვაბების სერიული გამოშვება სოფლის სკოლებისთვის. ენერგოაუდიტის შედეგად, შეირჩა მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარის სკოლა. განათლების სამინიტროდან ავიღეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, რომლებიც თბებოდა შეშით. სკოლა შევარჩიეთ აუდიტისა და თანხებიდან გამომდინარე. იმედია, ეს იქნება პირველი ნაბიჯი “ენერგეტიკული რევოლუციისკენ” და მომავალში დანარჩენი რეგიონების სკოლებსა თუ სხვა დაწესებულებებს მოიცავს.

ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა იმპორტირებულ ენერგოშემცველებზე ორიენტირებული ქვეყნებისთვის, ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის შეფასება და ბიოენერგეტიკის განვითარება ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ბიოენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოყენებით, ნარჩენი ბიომასიდან ენერგიის მიღებისას მნიშვნელოვნად მცირდება არა მარტო მოთხოვნა წიაღისეულ სათბობზე, არამედ “სათბურის გაზების~ რაოდენობაც, რაც დადებით გავლენას ახდენს გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა მისი განცხადებით, ნარჩენი ბიომასის საწვავად გამოყენებისას გარდა ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებისას აუცილებელია მისი დაწვის ოპტიმალური ტექნოლოგიებისა და რეჟიმების შერჩევა.

ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა “არჩევანი შევაჩერეთ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ნოდარ ქევხიშვილის მიერ შექმნილ პიროლიზურ წყალსათბობ ქვაბზე, რომელიც დამონტაჟდა სკოლის ახლად აშენებულ საქვაბეში. ქვაბთან ერთად დამონტაჟდა თერმოაკუმულატორი, ტუმბოები, საზომი ხელსაწყოები და თბური პროცესების ავტომატური მართვის სისტემა. ქვაბის მ.ქ.კოეფიციენტი 87%. მას გარდა საშეშე მერქნისა შეძლია იმუშაოს, ნარჩენ ბიომასაზე (წივა, მზესუმზირის ღერო, სიმინდის ნაქურჩი, ბრიკტებისა და პელეტების სახით დამზადებული ნებისმიერი მცენარეული ნარჩენი, ქვანახშირი და სხვ.)”, - აცხადებს იგი.

ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სკოლის გათბობის ჰიდრავლიკური სისტემა მუშაობს შემდეგ რეჟიმში: ქვაბის პირველი ჩატვირთვა საწვავით ხდება დილის 8:00 საათზე და მუშაობს 11:00 საათამდე. მეორე ჩატვირის შემდეგ ქვაბი მუშაობს 13:00 საათმდე. წვის პროცესის დამთავრების შემდეგ, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გათბობის სისტემა მუშაობს სითბოს აკუმულატორის მეშვეობით.

ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა პროექტის შედეგებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს სოფლის მოსახლეობამ, სასკოლო დაწესებულებებმა, ფერმრული მეურნეობებმა, სხვადასხვა საზოგადო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტმა. პროექტს ექნება მისაბაძი მაგალითის ფუნქცია და არსებითად გააიაფებს სოფლის მოსახლეობის სითბური ენერგიით მომარაგებას. ამასთან ერთად, პროექტს ექნება ნარჩენი ბიომასის, როგორც ხელმისაწვდომი და ეკონომიკურად მომგებიანი სათბობის, პოპულარიზაციის ფუნქციაც. ის შექმნის სათანადო მოტივაციას იმისთვის, რომ ყურადღება მიაქცეს სოფლად ბიომასის ნარჩენების შეგროვებას და ეკოლოგიურ უტილიზაციას.
ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ბიონარჩენებზე მომუშავე გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
 
 

ასევე:

  • ტექნიკურ უნივერსიტეტში USAID-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
  • სტუ-ში HERZ-ის ტექნიკური სემინარი გაიხსნა
  • NATELI-ის ფარგლებში სტუ-ში სემინარი ჩატარდა
  • სტუ-ში ენერგოეფექტური სისტემების ლაბორატორია გაიხსნა
  • სტუ-ში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge