საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სასწავლო და სამეცნიერო აპარატურის მწარმოებელი გერმანული ფირმა “PHYWE” - ს წარმომადგენლები ეწვივნენ. ფირმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯიმშერ ღურწკაიამ, საინჟინრო-ფიზიკის დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა ეკოლოგიის ულტრათანამედროვე ლაბორატორია.
პროფესორებმა ედუარდ ვიტინგმა და ხორსტ ებერტმა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურას გააცნეს ფირმის შესაძლებლობები. დაისახა გზები შემდგომი თანამშრომლობისთვის.