სტუ-ს ცემენტ-ბეტონის ლაბორატორია გადაეცა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ს ცემენტ-ბეტონის ლაბორატორია გადაეცა სტუ
25-02-2011, 20:02
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების, აეროდრომების, ხიდების და გვირაბების მშენებლობის კათედრას, ცემენტ-ბეტონის ხარისხის განმსაზღვრელი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია ექნება.

55 ერთეული, 30 დასახელების ლაბორატორიული ხელსაწყო ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გადასცა.

ცემენტ-ბეტონის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის გადაცემამდე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების, აეროდრომების, ხიდების და გვირაბების მშენებლობის კათედრას ასფალტის ხარისხის განმსაზღვრელი საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიაც გადასცა.

ლაბორატორიების გადაცემა იმ მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. მსგავსი ტექნოლოგიური ბაზა ტექნიკურ უნივერსიტეტს აქამდე არ გააჩნდა, რაც სტუდენტების სწავლების ხარისხს პრობლემებს უქმნიდა.

მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გაარემონტა ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების, აეროდრომების, ხიდების და გვირაბების მშენებლობის კათედრის შენობა. სამინისტრო გეგმავს კათედრისთვის ბიბლიოთეკის მოწყობას, სადაც სტუდენტებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები იქნება განთავსებული.
 
 

ასევე:

  • სტუ-ს ასფალტბეტონის ლაბორატორია გადაეცა
  • სტუ-ში ურბანული ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
  • ტარდება კონფერენცია „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“
  • სტუ-ში ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
  • რამაზ ნიკოლეიშვილი: სტუ-სთან თანამშრომლობით, დიდი პროექტები ხორციელდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge