სტუ-ში ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა სტუ
11-09-2013, 14:33
სტუ-ში ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, გაიხსნა ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენცია – „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქარტველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის უფროსი ლევან დვალი და სხვები.

სტუ-ში ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა კონფერენციის მიზანია, შექმნას კომუნიკაციის ეფექტური პლატფორმა სხვადასხვა ქალაქში მომუშავე ექსპერტებსა და პრაქტიკოსებს შორის და ხელი შეუწყოს ამ სფეროებში ინოვაციური მიდგომების გაზიარებას. თავიანთ სფეროებში აღიარებული მეცნიერები და პრაქტიკოსები, კონფერენციის მსვლელობისას, მოხსენებებს გააკეთებენ. კონფერენციის მონაწილეებს მიეცემათ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა.

კონფერენციაზე განიხილება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის:
• ასფალტ-ბეტონის გზის დაგეგმარება/მშენებლობა და მოვლა-შენახვა;
• საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
• წყლისა და საკანალიზაციო სისტემების დაგეგმვა/მშენებლობა და რეაბილიტაცია;
• ხიდების მშენებლობა და მოვლა-შენახვა.

პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ მოეწყო საგზაო ტექნიკის გამოფენა.

კონფერენცია 13 სექტემბერს დასრულდება.
 
 

ასევე:

  • ტარდება კონფერენცია „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“
  • სტუ-ში ურბანული ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
  • სტუ-ს ცემენტ-ბეტონის ლაბორატორია გადაეცა
  • რამაზ ნიკოლეიშვილი: სტუ-სთან თანამშრომლობით, დიდი პროექტები ხორციელდება
  • საქართველოსა და ისრაელის საგზაო უწყებები ითანამშრომლებენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge