|
7-09-2010, 01:01
6 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ურბანული ინფრასტრუქტურის II საერთაშორისო კონფერენცია “საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები”. საერთაშორისო კონფერენციაში 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
კონფერენციის ორგანიზატორია თბილისის მერია, თანაორგანიზატორები - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შპს “ლაბორატორია“.
კონფერენციაზე განიხილავენ გზების მშენებლობასთან და მიწისქვეშა კომუნიკაციებთან დაკავშირებულ საკითხებს. კონფერენციის მონაწილეები ურბანული განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საქართველოში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობიან.
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში, მხარეები საქართველოში გზების რეაბილიტაციის სამუშაოს ადგილზედაც დაათვალიერებენ.
საერთაშორისო კონფერენცია 3 დღეს გასტანს და 8 სექტემბერს დასრულდება. |
|