1-ელ ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ესტუმრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი, ასევე სტუ-ის სტუდენტები.
შეხვედრა რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. მან ტექნიკურ უნივერსიტეტში მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფრანგიშვილმა ხაზი გაუსვა იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტუ-ს უწევს.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა საქართველოში და კერძოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდების მიერ განათლების მიღების აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყველანაირად დაეხმარება და ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების ადგილზე მომზადებას, რათა სპეციალიტები უცხოეთიდან კი არ ჩამოვიყვანოთ, ადგილზე აღვზარდოთ. ამისთვის კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყველა პირობა უნდა არსებობდეს და სწორედ ამიტომაა აუცილებელი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სტუ-ს გადასცა ასფალტბეტონის ლაბორატორია (150 000 დოლარი), რომელიც ასფალბეტონის თვისებების სრულყოფა-გამოკვეთას უზრუნველყოფს. პარალელურად, ხორციელდება სარემონტო სამუშაო ლაბორატორიის მოსაწყობად.
წლის ბოლომდე გათვალისწინებულია სასწავლო ინვენტარით (ავეჯი) აუდიორიის აღჭურვა (5 აუდიტორია – 80 სტუდენტზე).
სამინიტროს შეძენილი აქვს და სტუ-ს წლის ბოლომდე გადასცემს ცემენტობეტონის თანამედროვე ლაბორატორიას (150 000 ლარი), რაც უზრუნველყოფს ცემენტობეტონის სრულფასოვან კომპლექსურ ფუნქციონირებას.
შედეგად, საავტომობილო გზების მიმართულება სრულფასოვნად იქნება აღჭურვილი ლაბორატორიული ბაზით და ნებისმიერი სამუშაოს _ საავტომობილო გზების დაპროექტების, მასალების გამოცდისა და საექსპლუატაციო მდგომარეობს შეფასების _ სრულყოფილად ჩატარება შეეძლება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის 2009 წელს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემოდანდუმის ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტექნიკურ უნივერსიტეტს 2009 წელს გადასცა 15 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, ასევე სპეციალური საპროექტო პროგრამები, 150 000 დოლარის საერთო ღირებულებით.
აღნიშნული ტექნიკით საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის VII და I სასწავლო კორპუსებში ორი საპროექტო (კომერციული კლასი) მოეწყო.
2010 წელს სამინისტრომ შეასრულა სარემონტო სამუშაო სტუ-ის VII სასწავლო კორპუსის მე-5 სართულზე. კოპლექსურად შეაკეთეს სასწავლო აუდიტორიები და საავტომობილო გზების მიმართულების ოთახები (საშუალოდ 100 000 ლარი).