რამაზ ნიკოლეიშვილი: სტუ-სთან თანამშრომლობით, დიდი პროექტები ხორციელდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

რამაზ ნიკოლეიშვილი: სტუ-სთან თანამშრომლობით, დიდი პროექტები ხორციელდება სიახლე
4-08-2011, 18:08
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლეიშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ქვეყანაში დიდი პროექტები ხორციელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროექტის "ინვესტიცია და დასაქმება" პრეზენტაცია გაიმართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა 2009-2010 წლებში განხორციელებულ, 2011 წელს მიმდინარე და 2012 წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ 2012 წელს სამინისტროს მიერ დასაქმებულთა რაოდენობამ მომავალ წელს 60 ათასს უნდა გადააჭარბოს. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

2012 წლისთვის ინფრასტრუქტურულ პროეტებში 2 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა-რეაბილიტაცია და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია. აღნიშნულ სფეროებში 2009 წლის განმავლობაში ჯამში 812 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 23 ათას 900ადამიანი დასაქმდა; 2010 წელს ინვესტიციის რიცხვი 912 მლნ ლარამდე გაიზარდა, დასაქმებულთა რაოდენობამ კი 31 ათას 100 ადამიანი შეადგინა; 2011 წლის ბოლოსთვის სამინისტროს 44 ათას 400 დასაქმებული ეყოლება, ხოლო განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 1 386 მლნ ლარს მიაღწევს. 2012 წლისთვის იგეგმება 1 838 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და 62 500 ადამიანის დასაქმება.

განხორციელებული სამუშაოს ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აშენდა 80 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3000 კმ საავტომობილო გზას; აშენდა 33 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 178 ხიდს; შენდება 4 და რებილიტაცია უტარდება 1 გვირაბს; ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პროექტით გათვალისწინებულია 25 კმ ახალი რკინიგზის მშენებლობა და არსებული 160 კმ-ს რეაბილიტაცია.

მიმდინარეობს გვირაბისა და ახალქალაქის ურიკების შემცვლელი სადგურის მშენებლობა. წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციისპროექტები მიმდინარეობს საქართველოს 27 მუნიციპალიტეტში. იმავდროულად, დაიწყო წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია საქართველოს 6 დიდ ქალაქში; მუნიციპალური განვთარების ფონდის მიერ, მთელი საქართველოს მასშტაბით, საავტომობილო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის და შენობა-ნაგებობების კეთილმოწყობის 410 პროექტის განხორციელებაა გათვალისწინებული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობაა.
 
 

ასევე:

  • ტარდება კონფერენცია „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“
  • სტუ-ში ინფრასტრუქტურის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
  • სტუ-ს ცემენტ-ბეტონის ლაბორატორია გადაეცა
  • სტუ-ში ურბანული ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
  • პროექტის - ,,დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო" - ფარგლებში აქცია გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge